"არცერთს ტელეფონი არ აქვს" - თბილისში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ
თბილისში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნენ და სახლში არც ერთი დაბრუნებულა.ამ დროისთვის პოლიციაა ჩართული ძიებაში. "ამბები.ge" თეკლას დედას დაესაუბრა.- ორ საათზე გამოვიდნენ სკოლიდან და არავის აღარ უნახავს. პოლიციაში უკვე განვაცხადე, არცერთს ტელეფონი არ აქვს. დილას ექვს საათზე მოვედი სახლში. მთელი ღამე ვეძებდით. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა.- მეგობრები იყვნენ?- მასწავლებლის ტელეფონით დამირეკა ბარბარემ, მითხრა, დარჩეს ორი საათი, თეატრი გვაქვს სკოლაში, მე მოვაცილებო. ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ზაფხულში ვეღარ ვნახავო. ხუთი თვით მივდივარ სოფელშიო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. იმ გოგონას დედამ თქვა, პირველად მესმის ასეთი რამ, სოფელშიც გადარეკა და იქ არ არიან. ჩემი შვილი მერვე კლასშია. ბარბარე მეექვსეკლასელია.ბარბარესა და თეკლას ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით გოგონების დედებს ნომრებზე: 577 16 00 80; 593737492წყარო: "ამბები.ge"

ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნენ და სახლში არც ერთი დაბრუნებულა.
ამ დროისთვის პოლიციაა ჩართული ძიებაში.
"ამბები.ge" თეკლას დედას დაესაუბრა.
- ორ საათზე გამოვიდნენ სკოლიდან და არავის აღარ უნახავს. პოლიციაში უკვე განვაცხადე, არცერთს ტელეფონი არ აქვს. დილას ექვს საათზე მოვედი სახლში. მთელი ღამე ვეძებდით. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა.
- მეგობრები იყვნენ?
- მასწავლებლის ტელეფონით დამირეკა ბარბარემ, მითხრა, დარჩეს ორი საათი, თეატრი გვაქვს სკოლაში, მე მოვაცილებო. ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ზაფხულში ვეღარ ვნახავო. ხუთი თვით მივდივარ სოფელშიო. მას შემდეგ აღარ გამოჩენილან. იმ გოგონას დედამ თქვა, პირველად მესმის ასეთი რამ, სოფელშიც გადარეკა და იქ არ არიან. ჩემი შვილი მერვე კლასშია. ბარბარე მეექვსეკლასელია.
ბარბარესა და თეკლას ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით გოგონების დედებს ნომრებზე: 577 16 00 80; 593737492
წყარო: "ამბები.ge"
What's Your Reaction?






