აშშ-ის საელჩო უკრაინაში თავის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს

ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, „მიიღეს ინფორმაცია პოტენციურად მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს უახლოეს რამდენიმე დღეში“. მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის წყარო არ არის დაზუსტებული. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს „მზად იყვნენ, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფარში“.

მაი. 10, 2025 - 12:27
 0
აშშ-ის საელჩო უკრაინაში თავის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს

ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს. განცხადება საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, „მიიღეს ინფორმაცია პოტენციურად მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს უახლოეს რამდენიმე დღეში“.

მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაციის წყარო არ არის დაზუსტებული.

საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს ურჩევს „მზად იყვნენ, საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადავიდნენ თავშესაფარში“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow