აშშ უკრაინისგან მოითხოვს კონტროლის გადაცემას გაზსადენზე - როიტერი

აშშ უკრაინისგან იმ გაზსადენზე კონტროლის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება.  ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მათი ცნობით, აშშ-მა ეს მოთხოვნა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში მოითხოვა. სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა კიევს მოსთხოვა რუსული კომპანია „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი აშშ-ის საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციას (DFC) გადაეცეს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ვაშინგტონსა და კიევს შორის დაწყებული მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, რაც შტატების „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მოლაპარაკებებს „არსებითად ტექნიკური ხასიათის“ უწოდეს.

აპრ. 12, 2025 - 16:27
 0
აშშ უკრაინისგან მოითხოვს კონტროლის გადაცემას გაზსადენზე - როიტერი

აშშ უკრაინისგან იმ გაზსადენზე კონტროლის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება.  ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მათი ცნობით, აშშ-მა ეს მოთხოვნა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში მოითხოვა.
სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა კიევს მოსთხოვა რუსული კომპანია „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი აშშ-ის საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციას (DFC) გადაეცეს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ვაშინგტონსა და კიევს შორის დაწყებული მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, რაც შტატების „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მოლაპარაკებებს „არსებითად ტექნიკური ხასიათის“ უწოდეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow