ბრაზილიელი და ქართველი ფეხბურთელები - "სამგურალმა" მორიგი ტრანსფერები განახორციელა

ბრაზილიელი და ქართველი ფეხბურთელები - "სამგურალმა" მორიგი ტრანსფერები განახორციელა

ივლ. 19, 2025 - 01:27
 0
ბრაზილიელი და ქართველი ფეხბურთელები - "სამგურალმა" მორიგი ტრანსფერები განახორციელა
წყალტუბოს "სამგურალმა" საფეხბურთო სეზონის განახლებამდე სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. - ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

23 წლის ბრაზილიელი ცენტრალური მცველი პაბულო რაიანი, 27 წლის ბრაზილიელი შემტევი ველისონ ოლივეირა და 21 წლის მარჯვენაფლანგელი თემურ გოგნაძე იმერელთა ახალწვეულები არიან.

დღეს კლუბის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ნერგაძემ ახალწვეულებს სიმბოლურად სათამაშო მაისურები გადასცა და მათ წარმატებული საფეხბურთო სეზონი უსურვა.

პაბულო რაიანი "სამგურალს" ბრაზილიური "მანაუარადან" შეუერთდა. მან ოთხივე ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაიანი ჩვენს გუნდში 39 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ოლივეირა კარიერის მანძილზე ძირითადად ბრაზილიურ კლუბებში ასპარეზობდა. "სამგურალში" იგი ავსტრალიური "ნიუკასლ ჯეტიდან" გადმოვიდა. ბრაზილიელი შემტევი ჩვენს კლუბში 9 ნომრიან მაისურს მოირგებს.

თემურ გოგნაძე თბილისის "დინამოს" აღზრდილია და ბოლოს "თელავის" ღირსებას იცავდა. გოგნაძე ,,სამგურალში" 22 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კეთილი იყოს ბიჭებო თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებებს გისურვებთ მიმდინარე სეზონში!

აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა სხვა ტრანსფერებზეც.
- ვკითხულობთ "სამგურალის" სოციალურ მედიაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow