“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა
სააგენტო "პარალელი" “გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ რა პრობლემები იჩენს თავს ბავშვებში ფსიქოლოგიური კუთხით და მშობლებს გარკვეულ რჩევებს სთავაზობს: ,,დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის (ADHD) სინდრომი; შემდგომ მოდის გუნება-განწყობის მწვავე ცვლილებები; სუიციდური აზრები, ინტერესის დაკარგვა, გაჩუქება ან გადაგდება იმ საგნებისა და ნივთების, რომელიც ადრე ბედნიერებას ანიჭებდა; კომუნიკაციიის ნაკლებობა; […] “გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა
ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ რა პრობლემები იჩენს თავს ბავშვებში ფსიქოლოგიური კუთხით და მშობლებს გარკვეულ რჩევებს სთავაზობს:
,,დღესდღეობით ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის (ADHD) სინდრომი; შემდგომ მოდის გუნება-განწყობის მწვავე ცვლილებები; სუიციდური აზრები, ინტერესის დაკარგვა, გაჩუქება ან გადაგდება იმ საგნებისა და ნივთების, რომელიც ადრე ბედნიერებას ანიჭებდა; კომუნიკაციიის ნაკლებობა; საკუთარ თავში ჩაკეტილობა; დეპრესია; შფოთვები; შიში; მოტივაციისა და ენერგიის ნაკლებობა; სტრესი; ემოციური და ქცევითი დარღვევები.
ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები, რომ აღვზარდოთ ამისთვის საჭიროა, პირველ რიგში, ბავშვები მიაჩვიოთ, რომ მოვლენებს შეხედონ რეალისტურად; გირჩევთ, პატარები საკუთარ თავთან საუბარს მიაჩვიოთ; ასწავლეთ შვილებს ემოციების მართვა და პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება; ბავშვებთან, რაც შეიძლება მეტი დიალოგი, კონტაქტი, ჩახუტება, მოფერება, იმის თქმა, რომ მათი გესმით და მათ გვერდით ხართ მშობლების მხრიდან.
აუცილებელია მშობელს არ გამოეპაროს შემდგომი სიპტომები: სკოლაში ეფექტურობის დაქვეითება, აგრესიულობა, შიშები,
ხასიათის სწრაფი და ხშირი ცვალებადობა; ხშირი ავადმყოფობა.
მინდა რამდენიმე სიტყვით მივმართო მშობლებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენ უნიკალური შესაძლებლობებისა და უნარების ბავშვებთან გვაქვს საქმე. ეს არის ინფორმაციული ერა და მათ აქვს ზღვა ინფორმაცია ყველაფერზე და ზუსტად იციან რა, სად, როგორ, რანაირად უნდა გამოიყენონ.
გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის. დღის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა დაგეგმეთ მათთან ერთად. მაგალითად: ერთად გაისეირნეთ, ერთად წაიკითხეთ წიგნები, ერთად უყურეთ ფილმებს და ა.შ. ეცადეთ გამოიჩინოთ ემპათია (თანაგანცდა) მათ მიმართ ანუ მისი თვალით დაინახოთ სამყარო. იყავით მათთან გულწრფელები.
აუცილებელია ბავშვს მშობლის სახით მის ენაზე მოსაუბრე და გამზიარებელი ჰყავდეს გვერდით”, – აღნიშნავს მედეა ლეჟავა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






