,,დიდი სევდა მიპყრობს“ – რას წერს თამარ ივერი?
საოპერო მომღერალი თამარ ივერი: ,,დიდი სევდა მიპყრობს. ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ქართული ფილმების ყურება.მეც მათთან ერთად ვუყურებ ამ ფილმებს,რაც მაბრუნებს ბავშვობაში და ჩემდაუნებურად ვფიქრობ. იმ გაჭირვებაში,შიმშილში, პროდუქტების თუ ტექნიკის დეფიციტში, ომიანობებში, ჩაკეტილობაში, “სიბნელეში” იქმნებოდა შედევრები: “ქეთო და კოტე”,”ბაში აჩუკი”,”მამლუქი”,”რაც გინახავს ვეღარ ნახავ”,”დღე პირველი-დღე უკანასკნელი”, “აბეზარა”,”შეხვედრა მთაში”,”ნატვრის ხე” და სხვა უამრავი. თურმე რა უბედნიერესები ვყოფილვართ,რადგან მაშინ […] The post ,,დიდი სევდა მიპყრობს“ – რას წერს თამარ ივერი? appeared first on .

საოპერო მომღერალი თამარ ივერი:
,,დიდი სევდა მიპყრობს.
ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ქართული ფილმების ყურება.მეც მათთან ერთად ვუყურებ ამ ფილმებს,რაც მაბრუნებს ბავშვობაში და ჩემდაუნებურად ვფიქრობ.
იმ გაჭირვებაში,შიმშილში,
პროდუქტების თუ ტექნიკის დეფიციტში, ომიანობებში,
ჩაკეტილობაში,
“სიბნელეში” იქმნებოდა შედევრები: “ქეთო და კოტე”,”ბაში აჩუკი”,”მამლუქი”,”რაც გინახავს ვეღარ ნახავ”,”დღე პირველი-დღე უკანასკნელი”,
“აბეზარა”,”შეხვედრა მთაში”,”ნატვრის ხე” და სხვა უამრავი.
თურმე რა უბედნიერესები ვყოფილვართ,რადგან მაშინ ფილმებს და მსახიობებს ვაფასებდით ეპითეტებით: “რა გენიალური ფილმია!”,”საოცარი რეჟისორული ნამუშევარია!”, მსახიობებს ვამკობდით: “რა ბრწყინვალე მსახიობია!”,”რა შესანიშნავად თამაშობს!” და ა შ
დღეს??? დღეს კი სადამდე დავეშვით?? კოსმიურად განვითარებული ტექნიკის საშუალებების,მშვიდობიანობის,
“დემოკრატიული სინათლის” და თავისუფლების მიუხედავად….სრული შემოქმედებით შიმშილია. შედევრები აღარ იქმნება,ხოლო მსახიობებს და რეჟისორებს კი უკვე მისი შემოქმედებით კი არა,არამედ შემდეგი ეპითეტებით ამკობენ:
ეგ მსახიობი გაქანებული ქოცია! ის მსახიობი ნაცების მეხოტბეა! ნაცის გადაღებულია ეგ ფილმი! ქოცებმა დაუფინანსეს ის ფილმი! ,”ნაცური ნარატივია ამ ფილმში გატარებული”,
”ქოცი მსახიობებითაა დაკომპლექტებული”,
ქოცის გადაღებულ ფილმს არ ვნახავ!! ნაცი მსახიობის ფილმს ვერ შევხედავ! მომეწონა-სანამ გავიგებდი რომ ქოცი ყოფილა!
შუა ფილმი გავთიშე,რომ მომწერეს რომ ეს მსახიობი ნაცი ყოფილა და ა.შ
ასეთ შეფასებებში უკვე ხელოვან ხალხსაც აღარ აქვთ აღარანაირი მოტივაცია,რადგან იციან,რაც არ უნდა წარმატებული ნამუშევარი შექმნან…საზოგადოება “კაკადუსავით”ჯერ მის პოლიტიკურ ორიენტაციაში დაიწყებს ქექვას და შემდგომ ნაცების ან ქოცების “უჯრაში უკრავს თავს”. მისი პროფესიული მიღწევა,ნამუშევარი,ნათამაშები და დონე კი საერთოდ გაუხსნელ “სპამში” გადაინაცვლებს!
და აი ამ სრულ სიგიჟეში,გახლეჩილობაში,ხალხის და მით უმეტეს ცნობილი ადამიანების გამუდმებულ დუჟმორეულ პოლიტიკურ “ეტიკეტირებებში” კი წლები გადის და ჰერიი…2060 წლის გაზაფხულის ერთ მშვიდ საღამოს,ჩვენ თუ ვეღარ მოვესწრებით,ჩვენი შთამომავალი გაიხსენებს რომ სწორედ ეს ეპოქა და პერიოდი იყო ყველაზე უნაყოფო ,უმოტივაციო და ჩავარდნილი,რადგან გარეშე მტრებისგან წაქეზებულ, “ქოცი-ნაცად” გახლეჩილ ქვეყანაში არავის ჰქონდა რაიმე ღირებულის შექმნის სურვილი და ენთუზიაზმი!!!”
The post ,,დიდი სევდა მიპყრობს“ – რას წერს თამარ ივერი? appeared first on .
What's Your Reaction?






