"დორტმუნდთან მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს" - ლევანდოვსკი

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირების განმეორებით შეხვედრაში დორტმუნდმა ბარსელონა 3-1 დაამარცხა და კატალონიურ...

აპრ. 16, 2025 - 21:27
 0
"დორტმუნდთან მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს" - ლევანდოვსკი
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირების განმეორებით შეხვედრაში დორტმუნდმა ბარსელონა 3-1 დაამარცხა და კატალონიურ კლუბს შემდეგ ეტაპზე გასვლა ოდნავ გაურთულა.

მატჩის შემდეგ რთულ შეხვედრაზე კომენტარი ბარსელონას პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმაც გააკეთა:

"ეს მატჩი კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის.

ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია და ყოველთვის მზად უნდა იყო - არა 90% ან 95%-ით, არამედ 100%-ით მზადყოფნაა საჭირო
", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ცნობისთვის, ორი მატჩის ჯამსი 3-5 ბარსელონა შემდეგ ეტაპზე გავიდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow