ევროკავშირმა ჩინური ბანკები დაასანქცირა რუსეთისადმი მხარდაჭერის გამო – ჩინური მედია
South China Morning Post-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ჩინურ ბანკებზე რუსეთისადმი მხარდაჭერის გამო. მე-18 სანქციების პაკეტი მოიცავს ორ რეგიონალურ ბანკს, რომლებიც ჩინეთ-რუსეთის საზღვართან მდებარეობს: Suifenhe Rural Commercial Bank და Heihe Rural Commercial Bank. ევროკომისიამ ელჩებს აცნობა, რომ სანქცირებულ ბანკთა სია გადიხედება ექვს თვეში. თუ ეს ბანკები დაამტკიცებენ, რომ შეწყვიტეს რუსული სამხედრო ძალების მხარდაჭერა, ისინი […]


South China Morning Post-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ჩინურ ბანკებზე რუსეთისადმი მხარდაჭერის გამო.
მე-18 სანქციების პაკეტი მოიცავს ორ რეგიონალურ ბანკს, რომლებიც ჩინეთ-რუსეთის საზღვართან მდებარეობს: Suifenhe Rural Commercial Bank და Heihe Rural Commercial Bank.
ევროკომისიამ ელჩებს აცნობა, რომ სანქცირებულ ბანკთა სია გადიხედება ექვს თვეში. თუ ეს ბანკები დაამტკიცებენ, რომ შეწყვიტეს რუსული სამხედრო ძალების მხარდაჭერა, ისინი შესაძლოა სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ.
ევროკავშირის ლიდერები ამ საკითხს კვლავ განიხილავენ 24 ივლისს დაგეგმილ ევროკავშირისა და ჩინეთის სამიტზე, სადაც გეგმავენ პეკინზე ზეწოლის გაძლიერებას, მოსკოვისადმი ეკონომიკური მხარდაჭერის გამო.
What's Your Reaction?






