ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები. სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში […] The post ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება appeared first on .

აპრ. 26, 2025 - 12:27
 0
ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება.

The post ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow