თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა
თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ. ექიმების განმარტებით, დაჭრილი სტაციონარში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მამაკაცს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს, ღამით, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, […] The post თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა appeared first on .

თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
თავის არეში მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ექიმების განმარტებით, დაჭრილი სტაციონარში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს. მამაკაცს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს, ღამით, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მხრიდან, რომელიც იმავე სუფრასთან იმყოფებოდა, არასამსახურებრივი იარაღით, შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ, ჯერ რესტორნის მინა ჩაამსხვრია, შემდეგ კი სუფრასთან მყოფ შუახნის ლევან შამრელაშვილს მოხვდა.
The post თელავში პოლიციელის მიერ შემთხვევით გასროლილი იარაღიდან დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა appeared first on .
What's Your Reaction?






