"თუ საქართველოს მოუგებთ ამის გაკეთებისთვის მზად ვარ" - თურქი გოგონას დაპირება
"თუ საქართველოს მოუგებთ ამის გაკეთებისთვის მზად ვარ" - თურქი გოგონას დაპირება
4 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან. შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს — ორივე ნაკრები მაქსიმალურად არის მოტივირებული, რომ ისტორიულ ფორუმზე მოსახვედრად ქულები მოიპოვოს.
მატჩის წინ სოციალურ ქსელებში დაძაბული განწყობა უკვე იგრძნობა. ერთ-ერთმა თურქმა გულშემატკივარმა განსაკუთრებული განცხადება გააკეთა:
"ბიჭებო, თქვენი იმედი 100%-ით მაქვს. იგივე უნდა მოხდეს, რაც შარშან — ქართველებს უნდა მოვუგოთ. ჩვენ მათზე უკეთესი გუნდი გვყავს, გიულერის დონის ვარსკვლავი მათ საერთოდ არ ჰყავთ. თუ თქვენ საქართველოს დაამარცხებთ, საჯაროდ ვდებ პირობას, რომ თქვენს სახელებს ტატუდ დავიხატავ“ — დაწერა თურქმა ფანმა.
ასეთი განცხადებები კიდევ უფრო ამძაფრებს შეხვედრის მნიშვნელობას. ქართულ მხარეს საკუთარ სტადიონზე ექნება უძლიერესი იარაღი — ათიათასობით გულშემატკივრის მხარდაჭერა, ხოლო თურქეთის ნაკრები ისტორიული მეტოქეობას გამარჯვებით გაგრძელებას შეეცდება.
What's Your Reaction?