"ისეთ დღეში ჩავაგდებ.." - გამარჯვებულმა პიმბლეტმა თოფურია გამოიწვია
მაიკლ ჩენდლერის დამარცხების შემდეგ, UFC-ის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა...

"მისი არსებობა საერთოდ დამავიწყდა. ილია თოფურია მაიკლ ჩენდლერზე დაბალია - მსუბუქი წონის რეიტინგში მასზე მაღლა ვდგავარ და ილიას ზუსტად იგივეს დავმართებ, რაც ჩენდლერს ვუქენი", - განაცხადა პიმბლეტმა.
ცნობისთვის, ორიოდე დღის წინ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, პიმბლეტთან სამომავლოდ ბრძოლის სურვილი ილია თოფურიამაც გამოთქვა.
What's Your Reaction?






