იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა. ავტომობილი ქალს ქალაქ ბარის სტადიონ სან ნიკოლასის მახლობლად ბიტრიტო-ბარის გზაზე გადასვლისას დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურს თავად შემთხვევაში მონაწილე მძღოლმა დაურეკა. თუმცა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარი შემთხვევის შედეგად ბატრიტო-ბარის გზა რამდენიმე […]

სექ. 4, 2025 - 11:27
 0
იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა
იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის ქართველი ქალი ემსხვერპლა. ავტომობილი ქალს ქალაქ ბარის სტადიონ სან ნიკოლასის მახლობლად ბიტრიტო-ბარის გზაზე გადასვლისას დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურს თავად შემთხვევაში მონაწილე მძღოლმა დაურეკა. თუმცა ადგილზე მისულმა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ქალი ადგილზე დაიღუპა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარი შემთხვევის შედეგად ბატრიტო-ბარის გზა რამდენიმე საათით გადაკეტილი იყო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow