კატრინ სორელი: "ახლა უკეთ გავიგე თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის"

კატრინ სორელი: "ახლა უკეთ გავიგე თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის"

აპრ. 18, 2025 - 01:27
 0
კატრინ სორელი: "ახლა უკეთ გავიგე თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის"
ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელის და ქართული რაგბის დიდი ქომაგის - კლოდ სორელის მეუღლე ქართველ ხალხს მწუხარების გაზიარებისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

"გთხოვ გადასცეთ ჩემი მადლობა ყველა ქართველს, ვინც პატივი სცა კლოდს. ახლა უკეთ გავიგე თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის. თქვენმა აქ ყოფნამ, თქვენს მიერ მოტანილმა თაიგულებმა და გვირგვინებმა გაგვიადვილა კლოდის არყოფნის გადატანა. ეს უდიდესი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის. გეხვევით და ათას მადლობას გიხდით მთელი ოჯახის სახელით - კატია, დავინა, დაფნე სორელები და მათი შვილები" - წერია კატრინ სორელის მადლობის წერილში.

კლოდ სორელი საქართველოში პირველად 1996 წელს ჩამოვიდა და ბორჯღალოსნებს 1998-2003 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ერთა თასი (ამჟამად რაგბი ევროპის ჩემპიონატი) და პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე (2003). მას არასდროს შეუწყვეტია კავშირი ქართულ რაგბისთან და სიცოცხლის ბოლომდე დარჩა მის ქომაგად. კლოდ სორელს დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა. ის ამა წლის 7 აპრილს გარდაიცვალა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow