ლივერპული უგო ეკიტიკეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძენს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლივერპული ფრანკფურტის აინტრახტის ფრანგ შემტევ უგო ეკიტიკეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძენს

ჟურნალისტის თქმით, ლივერპული ჯერ ისევ ალექსანდრ ისაკის შეძენაზეა გადართული, თუმცა თუ ნიუკასლი სატრანსფერო კარს დახურავს, მაშინ ლივერპულიც ფრანგის დამატებაზე ამუშავდება.
უგო ეკიტიკე 23 წლის გახლავთ და გასულ სეზონში თავი მშვენივრად წარმოაჩინა. აინტრახტის შემტევმა შიდა ჩემპიონატის 33 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






