ლივერპულმა ტრენტის შემცვლელი უკვე შეარჩია - ფრიმპონგი ინგლისში ბრუნდება
ინგლისური გრანდი "ლივერპული" ახლოსაა ნიდერლანდელი მარჯვენა მცველის, ჟერემი ფრიმპონგის ტრანსფერის დასრულებასთან....

ფრიმპონგი სავარაუდოდ შეცვლის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს, რომელიც ზაფხულში გუნდის დატოვებას აპირებს. გავრცელებული ცნობებით, ტრენტი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2020 წელს შოტლანდიური "სელტიკიდან" გერმანიაში გადავიდა და მას შემდეგ "ლევერკუზენის" რიგებში 189 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 29 გოლის გატანითაც გამოიჩინა, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია მარჯვენა მცველისთვის.
ფრიმპონგის ტრანსფერი კიდევ ერთ საყურადღებო ნაბიჯად აღიქმება "ლივერპულის" მხრიდან, რომელიც აქტიურად მუშაობს გუნდის განახლებასა და ახალი სეზონისთვის მზადებაზე.
What's Your Reaction?






