"მათი რეაქცია ვერ გავიგე" - ფლიკი ფატისა და ფორტის შესახებ

გერმანელ მწვრთნელს ახალგაზრდების საქციელი არ მოეწონათ

აპრ. 21, 2025 - 18:26
 0
"მათი რეაქცია ვერ გავიგე" - ფლიკი ფატისა და ფორტის შესახებ
როგორც ჩანს, ბარსელონას გერმანელი დამრიგებელი, ჰანსი ფლიკი თავისი გუნდის 2 ახალგაზრდის, ანსუ ფატის და ჰექტორ ფორტის საქციელით უკმაყოფილოა.

მესმის, რომ ორივე მათგანი უთამაშებლობით უკმაყოფილოა, თუმცა არ მესმის მათი რეაქციის სათადარიგოთა სკამიდან.

მე მინდა, რომ შესაბამისი რეაქცია ვნახო, თანაც უშუალოდ მოედანზე, როცა მათ სათამაშო შანსი მიეცემათ და არა მატჩის შემდეგ, როცა უკვე მოგებული გვაქვს.

- თქვა ფლიკმა.

მიმდინარე ლა ლიგაში ფატის მხოლოდ 4 თამაში აქვს ნათამაშები, ფორტმა კი 3-ჯერ მეტი შეხვედრა ჩაატარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow