მოისწრაფიშვილმა ფოთი დატოვა - ახალგაზრდა შემტევის მომავალი კლუბი ცნობილია

23 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას სლოვაკეთში განაგრძობს — ქართველი ნახევარმცველი ფოთის „კოლხეთიდან“ ტრნავის „სპარტაკში“...

ივნ. 25, 2025 - 22:27
 0
მოისწრაფიშვილმა ფოთი დატოვა - ახალგაზრდა შემტევის მომავალი კლუბი ცნობილია
23 წლის გიორგი მოისწრაფიშვილი კარიერას სლოვაკეთში განაგრძობს — ქართველი ნახევარმცველი ფოთის „კოლხეთიდან“ ტრნავის „სპარტაკში“ გადავიდა. ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ფოთური კლუბის წარმომადგენლებმაც.

მოისწრაფიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და წარსულში სხვადასხვა გუნდში აქვს ნათამაშები, მათ შორის „თელავში“, ბელგიის „ბევერენსა“ და უკრაინის „კოლოსში“.

„კოლხეთს“ ახალგაზრდა ფეხბურთელი მიმდინარე წლის დასაწყისში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 17 მატჩში მან ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტი გააკეთა. ახლა კი, სლოვაკეთში ეცდება თავის დამკვიდრებას.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow