"ნაპოლიში ტრანსფერი ამიტომ გადავწყვიტე" - კევინ დე ბრუინი

რას ამბობს ბელგიელი ფეხბურთელი ნეაპოლში გადასვლაზე

ივლ. 20, 2025 - 01:27
 0
"ნაპოლიში ტრანსფერი ამიტომ გადავწყვიტე" - კევინ დე ბრუინი
როგორც იცით, მანჩესტერ სიტიმ კევინ დე ბრუინს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა და ბელგიელი ფეხბურთელი კლუბიდან წავიდა.

იწერებოდა, რომ კევინი ამერიკაში ან თუნდაც საუდიში წავიდოდა, თუმცა ბელგიელმა ფულს ჯერ კიდევ ელიტური ფეხბურთი არჩია და ნაპოლიში გადავიდა.

აი, რა თქვა დე ბრუინმა პარტენოპეიში ტრანსფერის შესახებ:

რატომ ნაპოლი? - იმიტომ, რომ კლუბის ამბიციები და სამომავლო პროექტი მომწონს. როდესაც მათ მითხრეს სამომავლო გეგმების შესახებ, მე მაშინვე მონუსხული დავრჩი და ნაპოლი ავირჩიე. ახლა სწორედ ეს მსურს, მაღალ დონეზე თამაში, რისთვისაც ნაპოლი კარგი ვარიანტია. ეს არის კლუბი, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება.

- თქვა დე ბრუინმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow