,, ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა” – სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ

სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ: „გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა. აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა. დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა. ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, […] The post ,, ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა” – სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ appeared first on .

მაი. 28, 2025 - 17:57
 0
,, ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა” – სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ

სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა.
აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.
დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.
ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.
გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.
კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია“ — წერია სუხიშვილების განცხადებაში

შეგახსენებთ, 25 მა­ისს ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის მიერ სცე­ნი­დან წარ­მოთ­ქმუ­ლი სი­ტყვე­ბი ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო:

“ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო – ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა…“

ამ ნათ­ქვამ­მა ბევ­რი და­აბ­ნია, კონ­კრე­ტუ­ლად ვის გა­მოს­ვლას გუ­ლის­ხმო­ბად ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა. ზოგს ეგო­ნა, რომ ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­ღე­რი ტექ­სტე­ბი არ მო­ე­წო­ნა, ზოგს – სხვა ვერ­სია ჰქონ­და.

თუ ვის სი­ტყვას ემიჯ­ნე­ბო­და და მი­აჩ­ნდა მკრე­ხე­ლო­ბად, ამის გა­სარ­კვე­ვად ,,პალიტრატვ” ნინო სუ­ხიშ­ვილს და­უკავ­შირ­და, სუხიშვილი მოკ­ლე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა:

“ჩემს ნათ­ქვამ­ში იგუ­ლის­ხმე­ბო­და არ­ჩილ გუ­ლე­და­ნის ნამ­ღე­რი სიმ­ღე­რის ტექ­სტი, და გთხოვთ მეტი შე­კი­თხვე­ბით ნუ შე­მა­წუ­ხებთ, შე­უძ­ლოდ ვარ, გავ­ცივ­დი გუ­შინ“.

 

The post ,, ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა” – სუხიშვილები განცხადებას ავრცელებენ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow