ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან დაკავშირებული კომპანია რუსეთს “მერსედესის” სატვირთო მანქანებით ამარაგებს
რუსულ კომპანიას, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს ვიქტორ მედვედჩუკს უკავშირდება, ჩინეთის შიდა ბაზრისთვის დამზადებულ გერმანული ფორმა “მერსედესის” სატვირთო მანქანები რუსეთში შეაქვს, შემდეგ ამ იმპორტირებულ მანქანათა ნაწილს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგზავნის. ამის შესახებ ნათქვამია რადიო “თავისუფლების” პროექტ”სქემების” გამოძიებაში. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სავაჭრო სახლმა “კანიკურგანმა” , რომელიც მდებარეობს რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში, 2023 წელს […]


რუსულ კომპანიას, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო ღალატში ბრალდებულ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს ვიქტორ მედვედჩუკს უკავშირდება, ჩინეთის შიდა ბაზრისთვის დამზადებულ გერმანული ფორმა “მერსედესის” სატვირთო მანქანები რუსეთში შეაქვს, შემდეგ ამ იმპორტირებულ მანქანათა ნაწილს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგზავნის.
ამის შესახებ ნათქვამია რადიო “თავისუფლების” პროექტ”სქემების” გამოძიებაში.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ სავაჭრო სახლმა “კანიკურგანმა” , რომელიც მდებარეობს რუსეთის სასაზღვრო ქალაქ ბლაგოვეშჩენსკში, 2023 წელს ჩინეთიდან რუსეთში შემოიტანა გერმანული Mercedes-Benz-ის ბრენდის 52 სატვირთო მანქანა. ხუთი მათგანი შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში აღმოჩნდა. ისინი შეიძინა რუსულმა კომპანიამ TD ITS-მა, რომელიც იქ არის რეგისტრირებული. ჟურნალისტებმა ამის დამტკიცება მოახერხეს რუსეთის საბაჟო დეკლარაციებიდან მიღებული მონაცემების, კერძოდ, მათში მითითებული მანქანების VIN ნომრების წყალობით.
სატვირთო მანქანების მწარმოებელი კომპანია Beijing Foton Daimler Automotive არის ჩინური Foton Motor Corporatio-ისა და გერმანული Daimler Truck Holding AG-ის ერთობლივი საწარმო (ამ უკანასკნელის 2023 წლის წლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ Mercedes-Benz Group AG არის მისი უმსხვილესი აქციონერი).
რუსეთში ამ სატვირთო მანქანების მიმწოდებელ Kanikurgan Trading House-თან ვიქტორ მედვედჩუკს აკავშირებს მისი მფლობელი, ანტონ დორნოსტუპი. ის ასევე ფლობს კომპანიას სახელწოდებით “ნოვიე პროექტი”. ეს კომპანია ფიგურირებს საუბარში, რომელიც გაასაჯაროვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა. ამ საუბარში სავარაუდოდ ვიქტორ მედვედჩუკი, იმ დროს უკრაინის მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში მონაწილე პოლიტიკოსი, და დიმიტრი კოზაკი, იმ დროს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, კომპანია “ნოვიე პროექტისათვის” ბუნებრივის აირის მოპოვების ნებართვას განიხილავენ.
· უკრაინის უშიშროების სამსახურმა პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პრორუსული პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის” ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი 2022 წლის აპრილში დააკავა. გენერალურმა პროკურატურამ მედვედჩუკს ბრალი წაუყენა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით.
· 2022 წლის სექტემბერში უკრაინამ მედვედჩუკი და 55 რუსი ტყვე გაცვალა უკრაინის 215 დამცველში, მათ შორის პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლში.
ფორუმი
What's Your Reaction?






