ოქრუაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წულუკიანის კომისიის საქმეზე გირაო არ გადაიხადონ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ გირაო, რომელსაც სასამართლო წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აკისრებს. თავად ოქრუაშვილს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალება. „ოპოზიციის იმ ლიდერების, და არამარტო, გასაგონად ვწერ, ვინც წულუკიანის დაძახებულზე არ მივიდა. სასამართლო ყველას შეგიფარდებთ გირაოს, მაგრამ […]

აპრ. 14, 2025 - 15:27
 0
ოქრუაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, წულუკიანის კომისიის საქმეზე გირაო არ გადაიხადონ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გადაიხადონ გირაო, რომელსაც სასამართლო წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აკისრებს.
თავად ოქრუაშვილს კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა ეკრძალება.
„ოპოზიციის იმ ლიდერების, და არამარტო, გასაგონად ვწერ, ვინც წულუკიანის დაძახებულზე არ მივიდა. სასამართლო ყველას შეგიფარდებთ გირაოს, მაგრამ წულუკიანთან არმისვლას ის შედეგი არ მოჰყვება, თუ გირაოს გადაიხდით. მე პოლიტიკიდან წასული ვარ, არც არჩევნებში ვმონაწილეობ, არც ზურაბიშვილის ალაფურშეტებში და მარტო ჩემგან გირაოს არგადახდა არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან მარტო მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან. რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის მხრიდან მაგ ნაბიჯის გადადგმა კი სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილის რეჟიმს, იმ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ ყველას ჩაგვსვამენ. დიდხანს არ მოგვიწევს, წლამდე მუხლია და ერთხელ ღირს გამოიჩინოთ გამბედაობა, იმ ფონზე მაინც ათობით ახალგაზრდა როდესაც ციხეში ზის 5-6 წლიანი მუხლებით. არგუმენტი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს არ მიიღება, მაგათგან სხვა რამეს არც არავინ ელოდა. მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები“, — წერს ოქრუაშვილი.
„ქართულ ოცნებას“ ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი აქვს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს.
კომისიაზე არაერთი ადამიანი არ მივიდა, მათ შორის, , ირაკლი ოქრუაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე.
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით, ჯარიმით ან ერთწლიანი პატიმრობით ისჯება.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow