„პალიტრა L“-ი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარო მაყაშვილის დღიურს გამოსცემს

გამომცემლობა „პალიტრა L“-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსცემს მარო მაყაშვილის დღიურს, რომელიც თითოეული ქართველი მკითხველისთვის შეუფასებელი შენაძენი იქნება. წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც […]

მაი. 14, 2025 - 16:27
 0
„პალიტრა L“-ი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარო მაყაშვილის დღიურს გამოსცემს

გამომცემლობა „პალიტრა L“-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამოსცემს მარო მაყაშვილის დღიურს, რომელიც თითოეული ქართველი მკითხველისთვის შეუფასებელი შენაძენი იქნება. წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო.“
26 მაისიდან წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 10 ლარი იქნება და მის შეძენას როგორც ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეძლებთ ასევე გამომცემლობის ვებგვერდზე:www.palitral.ge
გამომცემლობა „პალიტრა L“ ასევე გამოსცემს მარო მაყაშვილის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემას, რომელიც ასევე 26 მაისიდან ექსკლუზიურად ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის ფასი 35 ლარი იქნება.
მარო მა­ყაშ­ვი­ლი ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოა, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლი და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი. 1921 წლის 19 თე­ბერ­ვალს, ის მო­წყა­ლე­ბის და იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი დაჟი­ნე­ბუ­ლი სურ­ვი­ლით იდგა თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც ზარ­ბაზ­ნე­ბი ხმა­უ­რობ­დნენ. კი­დევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მოზარდი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზა­ნი, ოც­ნე­ბა და გულისტკი­ვი­ლი ჰქონ­და. სწო­რედ ამ დროს ის წერ­და დღი­ურს, რომ­ლის ფურ­ცლებ­ზე არაერთი აუხ­დე­ნე­ლი ნატ­ვრა დარ­ჩა. მარო ყვე­ბო­და თა­ვის ემო­ცი­ებ­ზე, სწავ­ლა­ზე, წიგ­ნებ­ზე, მოგზა­უ­რო­ბა­სა და მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე. ფიქ­რობ­და პო­ლი­ტი­კა­ზე და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, გვი­ზი­ა­რებ­და წუ­ხილს სა­ქარ­თვე­ლოს ბედ­ზე.
(R)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow