პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამა

პაციენტებისთვის, ვისაც სახლის პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროება ოქსიგენოთერაპია- ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სოფლის ამბულატორიებს ჟანგბადის კონცენტრატორები  გადასცეს. ტექნიკური აღჭურვილობა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიძინა, პროგრამის ბიუჯეტი  223 ათას 500 ლარია.  სოფლის სამედიცინო პერსონალს ასევე უზრუნველყოფენ შრომის დამატებითი ანაზღაურებით. კერძოდ, დანამატი გაიცემა სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების 107 ექიმისა და 110 ექთანზე.

აპრ. 24, 2025 - 14:27
 0
პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ჟანგბადის კონცენტრატორებით უზრუნველყოფის პროგრამა

პაციენტებისთვის, ვისაც სახლის პირობებში სასიცოცხლოდ ესაჭიროება ოქსიგენოთერაპია- ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებსა და სოფლის ამბულატორიებს ჟანგბადის კონცენტრატორები  გადასცეს.

ტექნიკური აღჭურვილობა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აჭარაში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად და ოჯახის ექიმების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიძინა, პროგრამის ბიუჯეტი  223 ათას 500 ლარია. 

სოფლის სამედიცინო პერსონალს ასევე უზრუნველყოფენ შრომის დამატებითი ანაზღაურებით.

კერძოდ, დანამატი გაიცემა სოფლის მოსახლეობისათვის ბაზისური, უწყვეტი სამედიცინო მომსახურების მიწოდებისთვის ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების 107 ექიმისა და 110 ექთანზე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow