პოლონეთი მოუწოდებს უკრაინას, ისტორიის სახელმძღვანელოებს გადახედოს – რატომ?
პოლონეთის განათლების მინისტრმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის აღწერილი უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოებში მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მშვიდობიანი პოლონელი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებულ სოფელ პუზნიკის მახლობლად, ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ექსჰუმაციის ადგილზე, პოლონელი არქეოლოგები მუშაობენ. 2025 წლის 25 აპრილივლადისლავ მუსიენკო / სააგენტო „ფრანს პრესი“ პოლონეთის განათლების მინისტრმა, ბარბარა […]


პოლონეთის განათლების მინისტრმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის აღწერილი უკრაინის ისტორიის სახელმძღვანელოებში მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელი ნაციონალისტების მიერ მშვიდობიანი პოლონელი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა.
მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებულ სოფელ პუზნიკის მახლობლად, ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ექსჰუმაციის ადგილზე, პოლონელი არქეოლოგები მუშაობენ. 2025 წლის 25 აპრილივლადისლავ მუსიენკო / სააგენტო „ფრანს პრესი“
პოლონეთის განათლების მინისტრმა, ბარბარა ნოვაცკამ, უკრაინელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში, მას ისტორიის სახელმძღვანელოების დაუყოვნებლივ გადახედვისკენ მოუწოდა და ორმხრივ ფორმატში მათი განხილვა შესთავაზა. ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი იუწყება.
ოთხშაბათს გამოქვეყნებულ წერილში ნოვაცკა აღნიშნავს, რომ პოლონეთის მთავრობა ღრმად არის შეშფოთებულია იმით, თუ როგორ არის გადმოცემული ვოლინის რეგიონში 1943-1947 წლებში განვითარებული მოვლენები უკრაინის საშუალო სკოლების სახელმძღვანელოში, სახელწოდებით „უკრაინის ისტორია“, რომელიც 2023 წელს გამოიცა.
მან მოიყვანა რამდენიმე ამონარიდი ამ სახელმძღვანელოდან, რომელშიც კონფლიქტი წარმოჩენილია, როგორც პოლონელებისა და უკრაინელების ორმხრივი ომი და შეიცავს მტკიცებას, რომ „პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების ესკალაციის მიზეზი გახდა პოლონეთის არმია კრაიოვას მიერ უკრაინელების მასობრივი მკვლელობა“. სახელმძღვანელოში არმია კრაიოვა დახასიათებულია, როგორც პოლონური იატაკქვეშეთის ძალა, რომლის მიზანი იყო პოლონეთის ომამდელი საზღვრების აღდგენა და მას მიზანში რამდენიმე რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა ჰყავდა ამოღებული.
ამონარიდში პოლონურ-უკრაინული კონფლიქტი „სისხლიან ომად“ არის შეფასებული, რომელშიც დაიღუპნენ როგორც ჯარისკაცები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები და რომელიც 1947 წლამდე გაგრძელდა.
ნოვაცკა ასეთ ფორმულირებას აპროტესტებს და ამბობს, რომ „ვოლინის ისტორიასა და პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებში ყველაზე რთული პერიოდი იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც პოლონეთის მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი სისასტიკე განხორციელდა, რომელიც „ვოლინის სასაკლაოს“ სახელით არის ცნობილი და ეს უკრაინის ამბოხებულთა არმიამ (UPA) და ადგილობრივმა უკრაინელმა მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ჩაიდინეს“.
მან უკრაინის განათლების მინისტრს, ოქსენ ლისოვს მოუწოდა, გადახედოს არა მხოლოდ ამ სახელმძღვანელოს, არამედ სხვებსაც და დაიწყოს მუშაობა ახალ სასწავლო მასალებზე, რომლებიც უკეთ ასახავენ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას.
ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოების გაუმჯობესების მიზნით, ნოვაცკა ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ განხორციელდეს ცვლილებები პოლონურ-უკრაინული საექსპერტო კომისიის მუშაობაში. მისი აზრით, ორივე მხარეს უნდა შეეძლოს სახელმძღვანელოების წარდგენა ერთობლივი განხილვისთვის, პოლონელი და უკრაინელი მონაწილეების მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით.
კომისიის ბოლო შეხვედრაზე, რომელიც იანვარში უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართა, უკრაინული მხარის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისტორიის ერთობლივი სახელმძღვანელოს შექმნის წინადადება წამოაყენა. ნოვაცკამ სთხოვა უკრაინელ კოლეგას, ამ იდეას და კომისიის მუშაობაში შემოთავაზებულ ცვლილებებს ოფიციალურად გამოეხმაუროს.
დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს განმარტებული უკრაინის ამბოხებულთა არმიისა და უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის (OUN) როლი მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონურ-უკრაინულ ურთიერთობებში, ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხად რჩება.
1943-დან 1945 წლამდე, UPA-მ განახორციელა ეთნიკური წმენდის კამპანია ვოლინსა და აღმოსავლეთ გალიციაში, რის შედეგადაც დაახლოებით 100 000 პოლონელი მამაკაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა. ეს მოვლენები პოლონეთში განიხილება, როგორც გენოციდი.
ვოლინის 1943 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა მემორიალი უკრაინის საზღვართან, მდებარე პოლონეთის სოფელ ტრეპჩაშიLowdown, CC BY-SA 4.0 , Wikimedia Commons
ამის საპირისპიროდ უკრაინა, იმავე მოვლენებს, ხშირად, უფრო ფართო სამხედრო კონფლიქტის კონტექსტში განიხილავს, რომელშიც ორივე მხარემ განიცადა დანაკარგები. ბევრი უკრაინელი OUN-სა და UPA-ს, ძირითადად, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მებრძოლებად მიიჩნევს და აკნინებს ან სადავოს ხდის მათ როლს ანტიპოლონურ ძალადობაში.
გასულ პარასკევს ამ საშინელი სისასტიკის 82-ე წლისთავი აღინიშნა.
1943 წლის 11 ივლისს, რომელიც პოლონეთში ცნობილია. როგორც „სისხლიანი კვირა“, UPA-ს ქვედანაყოფები თავს დაესხნენ ვოლინის 100-მდე პოლონურ სოფელს. 11 და 12 ივლისს კოორდინირებული თავდასხმები რეგიონის 150-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე მოხდა.
მშვიდობიანი პოლონელი მოქალაქეები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინის ამბოხებულთა არმიის (UPA) მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლნი გახდნენფოტო: Władysława Siemaszków, Ludobójstwo, page 1294, from Henryk Słowiński collection, Public domain, via Wikimedia Commons
ისტორიკოსების შეფასებით, მხოლოდ ამ ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 8 000 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან ბევრი ცულებით, ფიწლებითა და დანებით სასტიკად დახოცეს.
წყარო:ნ 1 არხი
What's Your Reaction?






