“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია ჯაფარიძე

სააგენტო "პარალელი" “პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია ჯაფარიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გია ჯაფარიძე, ტვ “პირველთან” კომენტარში პოლიტიკურ შეფასებას ახდენს თბილისის პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ განსხვავებული ფორმის აქცია დისკომფორტს უქმნის მმართველ გუნდს, იწვევს მათ გაღიზიანებას და, შესაბამისად, აქვს მწვავე რეაქცია: ,,პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ. აქ ყოველთვის იკერებოდა საქმეები და ალბათ მომავალშიც დააპირებენ, რომ […] “პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია ჯაფარიძე პარალელი

აპრ. 27, 2025 - 03:27
 0
“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია ჯაფარიძე

სააგენტო "პარალელი"
“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გია ჯაფარიძე, ტვ “პირველთან” კომენტარში პოლიტიკურ შეფასებას ახდენს თბილისის პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ განსხვავებული ფორმის აქცია დისკომფორტს უქმნის მმართველ გუნდს, იწვევს მათ გაღიზიანებას და, შესაბამისად, აქვს მწვავე რეაქცია:

,,პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ. აქ ყოველთვის იკერებოდა საქმეები და ალბათ მომავალშიც დააპირებენ, რომ შეკერონ საქმეები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვის დაპატიმრებასაც ალბათ ,,ქართული ოცნება” აპირებს.

ისინი [მმართველი გუნდი] ამ კომენტარს არ გააკეთებდნენ, რომ არ შეწუხებულიყვნენ. ამიტომაც გააკეთეს ეს კომენტარი, დააკვირდით მათ რეაქციას – როგორც კი დაორგანიზდა პროტესტი სხვა დროს, დაორგანიზდა პროტესტი სხვა ფორმით მათ მყისერად ჰქონდათ მწვავე რეაქცია. არ მოწონთ ეს რაც არ ხდება“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის: თბილისის პროკურატურასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას მმართველი გუნდი ირონიული შეფასებებით ეხმიანებოდა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“პროკურატურა არის ის ადგილი, სადაც იკერება საქმეები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ” – გია ჯაფარიძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow