“როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
სააგენტო "პარალელი" “როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა დღეს, 21 აპრილს, დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფაქტი დაადასტურეს ვატიკანის წარმომადგენლებმაც. კერძოდ, რომის წმინდა ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ადგილობრივი დროით დილის 7:35 საათზე 88 წლია ასაკში გარდაიცვალა. 20 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ, ბოლოჯერ მიმართა მრევლს. იგი 12 წლის წინ აირჩიეს რომის პაპად და ფრანცისკე ასიზელის სახელი […] “როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
დღეს, 21 აპრილს, დილიდანვე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფაქტი დაადასტურეს ვატიკანის წარმომადგენლებმაც. კერძოდ, რომის წმინდა ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარდინალმა კევინ ფარელმა განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ადგილობრივი დროით დილის 7:35 საათზე 88 წლია ასაკში გარდაიცვალა.
20 აპრილს, პაპმა ფრანცისკემ, ბოლოჯერ მიმართა მრევლს. იგი 12 წლის წინ აირჩიეს რომის პაპად და ფრანცისკე ასიზელის სახელი დაირქვა.
“როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!” – ეს იყო ერთ-ერთი პირველი განცხადება-სურვილი, რაც ახლადარჩეულმა პაპმა განაცხადა წლების წინ.
და წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გაუკეთებია და თავისი პოზიცია დაუფიქსირებია, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით:
– “დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ რასიზმსა თუ გარიყულობის ნებისმიერ ფორმაზე და ამ ფაქტების მიმართ ტოლერანტულები ვიყოთ, თან ამ დროს ვამტკიცოთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ“;
– “სიამოვნება უშუალოდ უფლისგან მოდის. სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია“;
– “ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა, ეს პრობლემა ჩემთვის თითქმის სატანურია“;
– “ჩვენ ვართ კონფლიქტების, კრიზისების და უთანხმომების ზრდის მოწმეები, რასაც იმდენად შევეჩვიეთ, რომ უზარმაზარი ტრაგედიები დუმილის ფონზე ჩაივლის, ხოლმე“.
“როგორ მინდა, რომ ეკლესია იყოს ღარიბი და ღარიბებისთვის!…” – რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
პარალელი
What's Your Reaction?






