რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა. პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია. ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი […]

აპრ. 21, 2025 - 20:27
 0
რომის პაპი გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაპის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, ს ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.
პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.
ცნობისთვის, პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიას 2013 წლის 13 მარტიდან ხელმძღვანელობს მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი პაპი, უწმინდესი ბენედიქტე XVI, გადადგა და კონკლავმა ხმათა უმრავლესობით პონტიფიკოსად არგენტინის კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო, აირჩია. კარდინალმა ბერგოლიომ თავის სახელად ისურვა წმინდა ფრანცისკე ასიზიელის სახელი, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით.
პაპი ფრანცისკე რომის 266-ე ეპისკოპოსია; ამასთანავე პირველი პაპია იეზუიტთა ორდენიდან; პირველია ამერიკის კონტინენტიდან; პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ(741წ).
ხორხე მარიო ბერგოლიო 1936 წლის 17 დეკემბერს ბუენოს აირესში დაიბადა. იგი პირველი შვილი იყო ხუთშვილიანი ოჯახისა. მამამისი, მარიო ხორხე, ჩრდილოეთ იტალიელი მიგრანტი, რკინიგზაზე მუშაობდა. ხორხემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ლაბორატორიაში. მანამდე კი სწავლის საფასურის გადასახდელად ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა. 1960 წელს გახდა იეზუიტთა ორდენის წევრი და პარალელურად დაიწყო სწავლა ჩილეში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე; 1961-1963 წლებში ბუენოს აირესში ფილოსოფიას სწავლობდა; 1967-1970 წლებში სწავლობდა სან-მიგელის სემინარიაში; 1969 წელს ეკურთხა მღვდლად; 1973-1979 წლებში არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა „იესოს საზოგადოებას“ და ამავდროულად კითხულობდა ლექციებს. 1979-1985 წლებში იყო სან-მიგელის ფილოსოფიური და თეოლოგიური ფაკულტეტის რექტორი. 1986 წელს გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
1992 წლიდან არის აუკას ტიტულარული ეპისკოპოსი და ბუენოს აირესის დამხმარე ეპისკოპოსი; 1998 წლიდან ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსი; 2001 წლიდან კი კარდინალი. არგენტინაში მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა: მის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და გაიხსნა ახალი სამრევლოები.
კარდინალი ბერგოლიო ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ვატიკანში მაღალ თანამდებობაზე მის დანიშვნას და 2005 წელსაც თავი შეიკავა პაპობის კანდიდატად დასახელებაზე.
2013წლის 13 მარტიდან კარდინალი ბერგოლიო რომის პაპი გახდა. მან უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზე და ს სასტუმროში ცხოვრობდა. მისი მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს.
პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიცაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow