რუსებმა უკრაინას დრონებით და „ისკანდერის“ რაკეტებით შეუტიეს – დაზარალდა სუმის და დონეცკის ოლქები
რუსებმა უკრაინას 116 უპილოტო საფრენი აპარატით და „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 42 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 21 დრონი იმიტატორი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკალურად დაიკარგა. რაკეტები სუმის ოლქის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონებით კი უკრაინას კურსკის, ორიოლისა, მილეროვოს […]


რუსებმა უკრაინას 116 უპილოტო საფრენი აპარატით და „ისკანდერ-M/KN-23“ ტიპის ორი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 42 დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 21 დრონი იმიტატორი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკალურად დაიკარგა.
რაკეტები სუმის ოლქის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონებით კი უკრაინას კურსკის, ორიოლისა, მილეროვოს ტერიტორიებიდან შეუტიეს.
თავდასხმის შედეგად სუმისა და დონეცკის ოლქები დაზარალდა.
What's Your Reaction?






