საკმაო გამოცდილებით ხვდება - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია

საკმაო გამოცდილებით ხვდება - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია

სექ. 3, 2025 - 20:27
 0
საკმაო გამოცდილებით ხვდება - ალექსანდრე თოფურიას მომდევნო მეტოქე ცნობილია
ალექსანდრე თოფურია UFC-ის ოქტაგონზე დაბრუნებას 22 ნოემბერს, კატარში დაგეგმილ ღონისძიებაზე აპირებს.

ქართველ ჩემპიონს ამჯერად ბეკზატ ალმახანი დაუპირისპირდება – ყაზახი სპორტსმენი, რომელიც დივიზიონში ერთ-ერთ პერსპექტიულ მებრძოლად მიიჩნევა.

ალმახანს MMA-ში ჯამურად 14 შეხვედრა აქვს ჩატარებული: 12 გამარჯვება და მხოლოდ 2 მარცხი. მის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნოკაუტებს – 27 წლის მებრძოლმა 12 გამარჯვებიდან 10 სწორედ დამაჯერებელი დარტყმებით მოიპოვა, რაც მეტოქეებისთვის მის სტილს უკიდურესად სახიფათოს ხდის.

UFC-ში ალმახანმა ორი ჩხუბი ჩაატარა. სადებიუტო ბრძოლა 2024 წლის მარტში უმარ ნურმაგომედოვთან ჰქონდა, სადაც მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. თუმცა, მალევე გამოასწორა მდგომარეობა – ერთი წლის შემდეგ, ბრედ კატონა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და თავის ძალა კვლავ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ თოფურიასა და ალმახანისთვის არ იქნება ისტორიული – აღნიშნული ივენთი UFC-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ორგანიზაცია კატარში გამართავს საღამოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow