საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში ბულგარეთს შეხვდა
თელავში ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 19-წლამდელ გოგონათა შორის დასკვნით ფაზაში შევიდა..

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის პირველი მატჩი გამართა ბულგარეთის ნაკრებთან და 29:33 დამარცხდა.
ქართველი ხელბურთელები ბულგარელ თანატოლებთან კიდევ ერთ მატჩს 20 ივლისს გამართავენ და ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული მეცხრე ადგილს დაიკავებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბილგარეთთან:
ნატალი საბაშვილი (მეკარე, 9 მოგერიება), მარიამ ოდიკაძე (7 გოლი), ლიზი ქაჯაია (6), ძამუნაშვილი (5), დიანა არაბიძე (4), ნატალი გაზაშვილი (3), ლიზი კვესელავა (2), მარიამ ლაპერაძე (2), ნინო ქებურია, მარიამ ქათამაძე, ლიზი ჯანდიერი, ანასტასია ესართია, ანა კოვზირიძე.
18 ივლისს ტურნირზე ნახევაფინალური და მე-5 მე-8 ადგილებისთვის მატჩები გაიმართა
geohandball.ge
What's Your Reaction?






