"საქართველოში ისეთი მენტალიტეტი აქვთ, როგორც.." - "მეცის" სპორტული დირექტორი ქართულ ტრანსფერებზე
"საქართველოში ისეთი მენტალიტეტი აქვთ, როგორც.." - "მეცის" სპორტული დირექტორი ქართულ ტრანსფერებზე

"გიორგი წიტაიშვილი ტექნიკურად ძალიან კარგი მოთამაშეა და გვიხარია, რომ ის ჩვენთან ერთადაა. წინა სეზონში მან შვიდი გოლი გაიტანა, რაც შთამბეჭდავი სტატისტიკაა" – განაცხადა არპინონმა.
სპორტული დირექტორის თქმით, კლუბი სწორედ იმ პოზიციას ეძებდა, რომელზეც წიტაიშვილი თამაშობს – მარჯვენა ფლანგს. მეკავშირე აღმოჩნდა გუნდის ქართველ ვარსკვლავად ქცეული გიორგი მიქაუტაძე:
"როგორც ვიცით, გიორგი მიქაუტაძემ დიდი გავლენა მოახდინა წიტაიშვილის არჩევანზე. ჩვენ ხშირად ვაკვირდებით საქართველოს ნაკრებს და იქ მოთამაშე ფეხბურთელებს. მათ ისეთი მენტალიტეტი აქვთ, როგორიც ჩვენს კლუბს.“
განსაკუთრებული ინტერესით აღნიშნა არპინონმა მეორე ახალწვეულის, გიორგი აბუაშვილის გამოჩენაც, რომელიც ჯერ იჯარით შეუერთდა კლუბს გამოსყიდვის პერსპექტივით:
"ის ახალგაზრდა და დიდი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია, რომელიც ახლახან აღმოვაჩინეთ. მისი სათამაშო თვისებები ძალიან მოგვეწონა. თანამემამულის მსგავსად, ისიც ფლანგზე თამაშობს. გიორგი ჩვენთან იჯარით გადმოვიდა, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით. გვჯერა მისი შესაძლებლობების, როგორც ამ სეზონში, ისე მომავალშიც.“
What's Your Reaction?






