საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან – ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე საუბრის დროს საქართველოც ახსენა – ტუსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით საჭირო უმრავლესობას შეკრავს, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. “ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლებიც, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება” – განაცხადა დონალდ ტუსკიმ. […] The post საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან – ტუსკი appeared first on .

ივნ. 12, 2025 - 00:57
 0
საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან – ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე საუბრის დროს საქართველოც ახსენა – ტუსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით საჭირო უმრავლესობას შეკრავს, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

“ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლებიც, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება” – განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციის რისკის შესამცირებლად საერთაშორისო სამართლის შეცვლაა აუცილებელი, რისთვისაც მისივე განმარტებით, ყველა მეთოდს გამოიყენებს.

სრულიად მზად ვარ, რომ ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა, მინიმუმამდე შევამციროთ.

რეალობა ისაა, რომ თითქმის ყოველ დღე ვაწარმოებთ უცხოელების მათ ქვეყნებში დეპორტაციებს… 4 დღის წინ კრიმინალურ აქტივობებში ეჭვმიტანილი 50 ქართველი იქნა დეპორტირებული.

უკვე ვისაუბრე და ჩავერთე ამ საკითხში. საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. კი, ეს ჩემი განზრახვაა, იმის სრულად გათვალიწინებით, რომ ქართველების ერთი მესამედი ისეთი ხალხი, ვისაც სრულად სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ვიცით, რა არის პრობლემა.

ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ბოდიში ქართველებთან, ვისაც შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მთლიანობაში ხალხის უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლებიც, როგორც საქართველო, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, [ქვეყნებიდან] რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება, ასევე, ქვეყნებიდან, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში ან ევროპაში.

მსგავს აქტივობებს ვაწარმოებ. როგორც იცით, ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილება არ არის”, – განაცხადა ტუსკმა. (თარგამნი IPN)

The post საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან – ტუსკი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow