„სიტყვები საკმარისი არაა, უნდა ვიმოქმედოთ“ - მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინეს
“ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ყველა იმ ქართველის სიმბოლო გახდა, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დააპატიმრა”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში 18 ივნისს ჩატარებულ დებატებზე საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის, კონკრეტულად კი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ. რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტის ავტორია. მის გარდა, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა ევროპარლამენტს დღეს კიდევ ექვსი პროექტი...

What's Your Reaction?






