სომხური ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სატრანსპორტო კვანძის გახსნას ელოდება – რეგიონის ლიგისტიკური პოტენციალი
2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რეგიონში წინა პლანზე სატრანსპორტო არტერიების განბლოკვის შესაძლებლობა დააყენა. „მშვიდობის გზაჯვარედინის“ The Crossroads of peace ინიციატივის კონტექსტში, სომხეთმა საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ პროექტებში საკუთარი ხედვა და მისწრაფება წარმოაჩინა. რა ეტაპზეა და რა ტიპის ინფრასტრუქტურულ ელემენტებს მოიცავს, სომხეთის მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შეთავაზებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა, ამ საკითხთან დაკავშირებით […]


2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რეგიონში წინა პლანზე სატრანსპორტო არტერიების განბლოკვის შესაძლებლობა დააყენა. „მშვიდობის გზაჯვარედინის“ The Crossroads of peace ინიციატივის კონტექსტში, სომხეთმა საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკურ პროექტებში საკუთარი ხედვა და მისწრაფება წარმოაჩინა. რა ეტაპზეა და რა ტიპის ინფრასტრუქტურულ ელემენტებს მოიცავს, სომხეთის მიერ მსოფლიო თანამეგობრობისათვის შეთავაზებული „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა, ამ საკითხთან დაკავშირებით “საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) ანალიტიკური პუბლიკაცია გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის განმარტებით, სომხეთის ანიციატივის მიმართ, აზერბაიჯანს და თურქეთს თავიანთი სპეციფიკური მიდგომები გააჩნიათ.
მიუხედავათ, მეზობელი ქვეყნების დამოკიდებულებისა სომხეთს ღიად გაცხადებული აქვს ორი პრინციპული პოზიციის შესახებ, პირველი – ყველა სახის ინფრასტრუქტურა, მათ შორის გზები, რკინიგზები, საჰაერო მარშრუტები, მილსადენები, თუ ელექტროგადამცემი ხაზები, იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში, უნდა მოქმედებდეს რომლის ტერიტორიაზეც ისინი გადიან.
მეორე – სახელმწიფო განახორციელებს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს თავისი სახელმწიფო ინსტიტუტების მეშვეობით და უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას.
სომხეთის მიერ გაცხადებული პრინციპების თანახმად, რეგიონში ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციები უნდა დაექვემდებაროს განბლოკვას, ხოლო სომხეთი ამის სანაცვლოდ, აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე სატრანსპორტო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე სრულ გარანტიას უზრუნველყოფს.
ერევანი კატეგორიულად წინააღმდეგია მისი ტერიტორიის სატრანზიტო კომუნიკაციებზე, ნებისმიერი მხარის, მათ შორის რუსეთის მხრიდან კონტროლზე.
სომხეთის მიერ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინციატივა, სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე ხუთი, ხოლო სომხეთ – თურქეთის საზღვარზე ორი დამატებითი საავტომობილო საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებას ითვალისწინებს.
სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე, დამატებით გათვალიწინებულია, ოთხი და სომხეთ – თურქეთის საზღვარზე ერთი სარკინიგზო საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედება.
გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა, სომხეთის ტერიტორიაზე გათვალიწინებულია ოთხი სარკინიგზო მიმართულების აღდგენა: ლაჩინის მონაკვეთი – 43 კმ, აზერბაიჯანის რკინიგზასთან დამაკავშირებელი რაზდანი – კაიანის 80 კმ იანი მონაკვეთი, იერასხი – ნახიჩევანის საზღვარი – 1 კმ, თურქეთის საზღვართან მისასვლელი გიუმრი – ახურიკის – 6 კმ იანი მონაკვეთი. ჯამში ოთხივე მონაკვეთის საერთო ღირებულება 360 მლნ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, სომხეთის ტერიტორიაზე დაგემილია ოთხი განედური საავტომობილო მაგისტრალის გაყვანა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, სომხეთის გავლით, როგორც თურქეთის აზერბაიჯანთან, ასევე ნახიჩევანის აზერბაიჯანთან დაკავშირება – კაიანი – მარაგარა – 210 კმ, კაიანი – ახურიკი – 170 კმ, გორისი – ანგესახოტი – 84 კმ, სოტკი – იერასხი – 271 კმ.
„მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროექტში სომხეთი გადამწყვეტ მნიშვნელობას 461 კმ იან ჩრდილოეთ – სამხრეთ საავტომობილო დერეფანის განვითარებას ანიჭებს. რომელიც ირანის საზღვრიდან იწყება და საქართველოს სამხრეთ დერეფნის გავლით ფოთის და ბათუმის ნავსადგურებამდე მიემართება, რის საუძველზეც სომხეთი სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს შეიძენს (იხ. სქემა).
სომხეთის საგარეო უწყების განცხადებით, სომხეთმა და თურქეთმა გიუმრი – ყარსის რკინიგზის გასწვრივ საზღვრის გადაკვეთის ტექნიკური მოთხოვნების ერთობლივ შეფასებაზე შეთანმებას მიაღწიეს.
თურქეთის ანალოგიურად სომხეთმა აზერბაიჯანსაც სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივებული მექანიზმები შესთავაზა.
აღნიშნული ქმედებები, ხაზს უსვამს სომხეთის მცდელობას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ. მაგრამ რეალური ქმედებები, ყველაზე „მტკივნეული“ ლაჩინის 43 კმ იანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულება 220 მლნ დოლარს შეადგენს ჯერ არ დაწყებულა.
მიუხედავად სომხეთის მიერ „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის კონტექსტში შემოთავაზებული გეგმისა, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა ჯერ კიდევ შორსაა რეალობასთან.
აზერბაიჯანი სომხეთს მუდმივად სამხრივი ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, უფრო მეტიც, აზერბაიჯანის განმარტებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სომხეთს არ გადაუდგამს არანაირი კონკრეტული ნაბიჯი რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გასახსნელად.
თავის მხრივ აზერბაიჯანი აცხადებს, რომ უკვე მეოთხე წელია, დამოუკიდებლად ახორციელებს რეგიონში საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფორმირებას, მათ შორის პერსპექტიული ზანგეზურის დერეფნის კომპონენტის გათვალისწინებით, რომლის გახსნა შუა დერეფნის პოტენციალის გასაფართოებლად და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანზიტო მიმოსვლის მოცულობის მრავალჯერადი ზრდისთვისაა მნიშვნელოვანია.
ასეთი პოტენციალის არსებობა დასტურდება, იმით, რომ საბჭოთა პერიოდში ზანგეზურის სატრანსპორტო არტერიით, ყოველწლიურად 7-12 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა ხორციელდებოდა.
აზერბაიჯანის მოსაზრებით, სომხეთმა კონსტრუქციულ დიალოგზე, როგორც საავტომობილო გზის განბლოკვაზე, ისევე აზერბაიჯანის სასაზღვრო ქალაქ აგბენდიდან სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობაზე სომხეთის სიუნიქის რეგიონის (ზანგეზური) ტერიტორიის გავლით ნახჩევანამდე უარი განაცხადა. ეს ყოველივე არღვევს ერთიანი სატრანზიტო დერეფნის ჩამოყალიბების სინქრონიზაციის პროცესს.
აზერბაიჯანი აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის კონტექსტში, აანონსებს არარეალურ ლოგისტიკურ პროექტებს, შედეგად ბოლო 30 წელია სატრანსპორტო ჩიხში ჩავარდნილ სომხეთს, არ გააჩნია არა მხოლოდ სარკინიგზო კავშირი აზერბაიჯანთან და თურქეთთან, არამედ არც „მეგობრულ“ ირანთან.
სომხეთის მრავალწლიანი მცდელობა, დაკავშირებოდა ირანს სარკინიგზო დერეფნით, აზერბაიჯანის მოსაზრებით, სრული ფიასკოთი დასრულდა, რადგანაც სომხეთ – ირანის დამაკავშირებელი, მინიმუმ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების სარკინიგზო პროექტი, რომელიც ძირითადად ხელოვნურ ნაგებობზე უნდა აშენებულიყო – განუხორციელებელი დარჩა.
არც ინდოეთი და განსაკუთრებით სანქციების ქვეშ მყოფი ირანი, მზად არ აღმოჩნდნენ, უაღრესად საეჭვო ფინანნსური უგუკების მქონე სარკინიგზო პროექტში ჩაედოდ ინვესტიციები.
ამ თვალსაზრისით, გამჭოლი სარკინიგზო კავშირის გარეშე, სომხეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, აზერბაიჯანის ვარაუდით ყოველგვარ პერსპექტივასაა მოკლებული.
სომხეთის ზღვაზე წვდომის სიძნელეების, სუსტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის და დიდი სატრანსპორტო პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის შეუძლებლობის გამო, სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა აზერბაიჯანის მიერ არაპერსპექტიულადაა მიჩნეული.
სომხეთის გაჭიანურებული და გაურკვეველი პოზიციის გამო, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობებმა 2022 წელს ხელი მოაწერეს მემორანდუმს ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკურ რეგიონსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ახალი საკომუნიკაციო კავშირების დამყარების შესახებ.
შეთანხმებული იქნა 55 კმ სიგრძის ავტომაგისტრალის, და პარალელურად სარკინიგზო ხაზის – იმიშლიდან (აზერბაიჯანი) ფარსაბადამდე (ირანი) მშენებლობის პროექტი, რომელიც მდინარე არაზზე ოთხი სახიდე გადასასვლელის და ნახიჩევანის საზღვარზე რკინიგზის და ავტომაგისტრალის დაერთებას ითვალისწინებს. ამ ქმედებით აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთის გვერდის ავლით, თურქეთთან ერთად შეკრას დამოუკიდებელი სატრანზიტო დერეფანი.
დასკვნის სახით – აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს შორის 2020 წელს მიღწეული შეთანხმებიდან ოთხი წლის შემდგომ, სომხეთის ინიციატივის – „მშვიდობის გზაჯვარედინის“ სატრანსპორტო კვანძის გახსნა ჯერ კიდევ შორსაა რეალურ განხორციელებასთან.
წყარო: transcor.ge
What's Your Reaction?






