"ტორპედომ" და "დილამ" მოიგეს - ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები

"ტორპედომ" და "დილამ" მოიგეს - ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები

აპრ. 15, 2025 - 01:27
 0
"ტორპედომ" და "დილამ" მოიგეს - ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრები
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მერვე ტური დაიწყო, ორი მატჩი გაიმართა და ორივე მასპინძლებმა მოიგეს ერთნაირი ანგარიშით: 2:0. ქუთაისის ტორპედომ დინამო თბილისს მოუგო, გორის დილამ კი - ფოთის კოლხეთი 1913-ს.

ტორპედო 2:0 დინამო თბ

ქუთაისში ორივე გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა, ოთხწუთიან მონაკვეთში. გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა სოლომონ კვერკველიას თავური - 1:0. შგახსენებთ, კვერკველია შარშან სწორედ დინამო თბილისში თამაშობდა.

მეორე ბურთი კი თავად კოხრეიძემ გაიტანა, საჯარიმოში შესულმა ზუსტად დაარტყა.

პირველი ტაიმის ბოლოს ტორპედო ახლოს იყო მესამე გოლის გატანასთანაც, მაგრამ ბიორნ იონსენმა თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა: მიხეილ მაქაცარიამ მოიგერია მისი დარტყმული.

ტორპედოს ექვსმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. იმ ექვს შეხვედრაში მხოლოდ ორი ქულა ჰქონდა აღებული და ამჯერად ნავსი გატეხა. თბილისელებისთვის კი ეს ზედიზედ მეორე მარცხია.

დილა 2:0 კოლხეთი 1913

გორელებმა კვლავ გაიმარჯვეს. ბოლო ექვს თამაშში ხუთი მოგება და ერთი ფრე აქვთ.

35-ე წუთზე დილას შემტევებმა სწრაფად გაითამაშეს ბურთი, შოთა შეყილაძის პასს კი სენეგალელი აბუბაქარ კონტეს ახლოდან გატანილი მოჰყვა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ბოლოს კი ისევ დილამ გაიტანა. პედრო მენდეშმა რამდენიმე კაცი მოატყუა, საჯარიმოში კი მის წინააღმდეგ წესები დაარღვიეს.. პენალტი დაინიშნა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის დარტყმული ბურთი იაროსლავ კოტლიაროვმა მოიგერია და დამატებაზე ანდრონიკაშვილმა მაინც გაიტანა - 2:0.

erovnuliliga

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow