ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი წყალობით პუტინი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს. ეს ტრამპმა ადრეც არაერთხელ თქვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებს განაგრძობს და უარს ამბობს პირველ ეტაპზე 30-დღიან ზავზე, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ მარტში დასთანხმდა აშშ-ის წარმომადგენლებთან საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკების შედეგად. 29 აპრილს, ABC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინაში ომის დაწყების გამო...

What's Your Reaction?






