ტრანსფერი, რომელიც ხვიჩას და დემბელეს არ აწყობთ - ვის მოყვანას აპირებს ალ-ხელაიფი
გავლენიანი გერმანული გამოცემა BILD „პარის სენ-ჟერმენის“ ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით...

გირასი მიმდინარე სეზონში განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩა — მან ყველა ტურნირზე ჯამში 33 გოლის გატანა შეძლო, რაც ევროპული კლუბების ყურადღებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ახლა კი შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში, ერთ-ერთ უმდიდრეს და ამბიციურ კლუბში გააგრძელოს.
გამორიცხული არ არის, რომ თუ ტრანსფერი განხორციელდა, გვინეელი ფორვარდი მომავალში უსმან დემბელეს კონკურენტიც გახდეს და მოედანზე მისი პოზიცია დაიკავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიას გაუწევს კონკურენციას ან ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშებს.
ამ ეტაპზე ოფიციალური განცხადება არც კლუბს და არც ფეხბურთელს გაუკეთებია, თუმცა გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
What's Your Reaction?






