ტუდორის ულტიმატუმი იუვენტუსს - ხორვატს დარჩენა კიდევ ერთი სეზონით სურს

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა "ვენეციასთან" გამარჯვების (3:2) შემდეგ თავისი შესაძლო წასვლის შესახებ...

მაი. 26, 2025 - 20:57
 0
ტუდორის ულტიმატუმი იუვენტუსს - ხორვატს დარჩენა კიდევ ერთი სეზონით სურს
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა "ვენეციასთან" გამარჯვების (3:2) შემდეგ თავისი შესაძლო წასვლის შესახებ ღიად ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი საჯაროდ ამტკიცებს, ტუდორი გუნდს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც გაუძღვება, ხორვატი სპეციალისტი სხვაგვარად ფიქრობს.

მისი განცხადებით, თუ მსოფლიო ჩემპიონატამდე არ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა მუშაობას ტურინულ გრანდში, მაშინ თავად არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ტურნირში მონაწილეობას.

„ეს არ ეხება მხოლოდ ჩემს ინტერესებს – კლუბისთვის და ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული სტაბილურობა. არ არის სწორი, თუ ჩემპიონატზე მწვრთნელი იმ იმედით წავა, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ გუნდს აღარ წარუძღვება“, – განაცხადა ტუდორმა.

შეგახსენებთ, რომ ტუდორი მარტში ტიაგო მოტას გაშვების შემდეგ დაინიშნა მთავარ მწვრთნელად და მისი ხელმძღვანელობით "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. გუნდის შედეგები მის მოსვლის შემდეგ ასეთია: 9 მატჩიდან – 5 გამარჯვება, 3 ფრე და მხოლოდ 1 მარცხი.

ამასთან, "იუვენტუსი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "მანჩესტერ სიტის", "ალ აინისა" და "ვიდადის" წინააღმდეგ ითამაშებს. ბოლო ხანს გავრცელებული ცნობებით, ტუდორის სავარაუდო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება.


What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow