უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო დარბაზიდან იუსტიციის საბჭოს სინდისის პატიმარმა, სერგეი კუხარჩუკმა.   “მე სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლო დარბაზიდან მაღალ იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები მე და […] The post უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს appeared first on .

ივლ. 17, 2025 - 16:57
 0
უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი

უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო დარბაზიდან იუსტიციის საბჭოს სინდისის პატიმარმა, სერგეი კუხარჩუკმა.

 

“მე სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე, მივმართავ სასამართლო დარბაზიდან მაღალ იუსტიციის საბჭოს, რომ დაუშვან საზოგადოებრივი არხები და რეპორტიორები, რომ რაც ხდება გადმოსცენ, სად იმყოფებიან უკრაინის მოქალაქეები მე და რულსან სივაკოვი, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩემმა ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ თბილისში ჩამოსვლა, შეეძლოთ ჩემი სასამართლო სხდომის ნახვა და იყვნენ საქმის კურსში და იმედი მაქვს, რომ სასამართლო ორგანოები ჩემს ამ საჯარო მოთხოვნას გაითვალისწინებენ და უმოკლეს ხანში დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნას. გთხოვთ განცხადების ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინს საელჩოს”, – განაცხადა კუხარჩუკმა.

საქალაქო სასამართლოშ სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი დახურულ კარს მიღმა, ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობს.

 

The post უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ტელევიზიით შეეძლოთ ჩემი ნახვა, გთხოვთ, გახსენით სხდომები – კუხარჩუკი იუსტიციის საბჭოს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow