"უცნაური განცდა იყო, რადგან.." - ილია თოფურია ალექსანდრეს პირველ გამარჯვებაზე

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავისი ძმის, ალექსანდრეს სადებიუტო ბრძოლაზე ისაუბრა...

თებ. 12, 2025 - 20:26
 0
"უცნაური განცდა იყო, რადგან.." - ილია თოფურია ალექსანდრეს პირველ გამარჯვებაზე
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ თავისი ძმის, ალექსანდრეს სადებიუტო ბრძოლაზე ისაუბრა.

"ალექსანდრეთი ვამაყობ, მან შესანიშნავი სამუშაო გასწია - რაც შეეხება მწვრთნელობას, ყოველიევე ამან უცნაური განცდა დამიტოვა.

როდესაც ჩხუბობ, ყველაფერს რაც ოქტაგონზე ხდება შენ აკონტროლებ, ხოლო როცა მწვრთნელი ხარ, კუთხიდან ვერაფერს აკეთებ. ძალიან ძალიან ბევრი ვინერვიულე, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ალექსანდრე ამ წონის დომინანტი იქნება
", - განაცხადა ილიამ.

შეგახსენებთ, ალექსანდრემ UFC 312-ზე ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა და UFC-ის სადებიუტო ბრძოლა მოიგო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow