"ყველაზე მეტად ხვიჩას ეს თვისება მომწონს" - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
ფრანგული სპორტული მედიის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი, Canal+–ის ჟურნალისტი პიერ მენესი ხვიჩა კვარაცხელიას...

„მიუხედავად იმისა, რომ შეტევაში ჯერ კიდევ აქვს განვითარების პოტენციალი, ის უკვე ახლა სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით — დაცვაში ჩართულობით. ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონს, როგორ ეხმარება ფლანგის მცველებს. მისი წყალობით, ნუნუ მენდეში ბუკაიო საკას წინააღმდეგ თამაშში დიდი უპირატესობით სარგებლობდა“, — აღნიშნა მენესმა.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ლონდონში გაიმართა, სადაც "პარი სენ-ჟერმენმა" მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა "არსენალი". გამარჯვების ერთადერთი გოლი უსმან დემბელემ გაიტანა, რომელსაც საგოლე გადაცემა სწორედ კვარაცხელიამ გაუკეთა.
What's Your Reaction?






