ჩაბი ალონსო ლევერკუზენიდან წასვლას მალე დააანონსებს

ლევერკუზენს მალე სხვა მწვრთნელი ეყოლება

მაი. 9, 2025 - 17:27
 0
ჩაბი ალონსო ლევერკუზენიდან წასვლას მალე დააანონსებს
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ჩაბი ალონსო ბაიერ ლევერკუზენიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაციას მალე დაადასტურებს.

როგორც იცით, ჩაბის გეზი მადრიდის რეალისკენ აქვს აღებული, რომელიც კარლო ანჩელოტიმ სეზონის დასრულების შემდეგ უნდა დატოვოს.

რაც შეეხება თავად გერმანულ კლუბს, აქ ორი კანდიდატურა განიხილება, - ერიკ ტენ ჰაგი და ჩავი ერნანდესი.

ამ დროისთვის ერთიც უმუშევარია და მეორეც, თუმცა სამსახურის დასაბრუნებლად ორივე სრულ მზადყოფნაშია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow