ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში

ცვლილებები ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში.   ინიციატივის მიხედვით,  მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება   სასამართლოს შენობაში,  სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში. საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. ასევე  საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება, საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება.

ივნ. 24, 2025 - 13:27
 0
ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში

ცვლილებები ,,საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში.   ინიციატივის მიხედვით,  მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება   სასამართლოს შენობაში,  სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში.

საკანონმდებლო პროექტში აღნიშნულია, რომ სასამართლოს შეუძლია, გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ასევე  საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება, საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow