„წყლის ფრინველების კვერცხი არ იყიდოთ“ – FAO-ს ექსპერტი მიხეილ სოხაძე

„საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია არსებობს, რომ წყლის ფრინველების კვერცხის გაყიდვა აკრძალულია. მათში სალმონელას, რომელიც ყველამ ვიცით რამდენად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის, შეღწევის ალბათობა ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ FAO-ს პროექტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა. სოხაძის თქმით, წყლის ფრინველთა კვერცხი, შესაძლოა, გარკვეულ ობიექტებში ისევ იყიდებოდეს, თუმცა მათი შეძენისგან მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს. „წყლის ფრინველების კვერცხის […]

აპრ. 19, 2025 - 11:27
 0
„წყლის ფრინველების კვერცხი არ იყიდოთ“ – FAO-ს ექსპერტი მიხეილ სოხაძე

„საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია არსებობს, რომ წყლის ფრინველების კვერცხის გაყიდვა აკრძალულია. მათში სალმონელას, რომელიც ყველამ ვიცით რამდენად საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის, შეღწევის ალბათობა ძალიან მაღალია“, – ამის შესახებ FAO-ს პროექტის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ რადიოგადაცემაში „თქვენი დრო“ ისაუბრა.
სოხაძის თქმით, წყლის ფრინველთა კვერცხი, შესაძლოა, გარკვეულ ობიექტებში ისევ იყიდებოდეს, თუმცა მათი შეძენისგან მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს.
„წყლის ფრინველების კვერცხის გაყიდვის აკრძალვა ახალი ამბავი არაა, ეს რეკომენდაცია დაახლოებით ნახევარი საუკუნეა არსებობს. ამის მიუხედავად, შესაძლოა, გარკვეულ ობიექტებში იყიდებოდეს და ეს ასე არ უნდა იყოს. თუ არსებობს მყიდველი, არის გამყიდველიც, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ასეთ ფრინველთა კვერცხი არ ვიყიდოთ.
სალმონელა ეს არის ბაქტერია, რომელიც კვერცხის ფორებში საკმაოდ მარტივად აღწევს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა წყალში მცხოვრებ ფრინველზე ვსაუბრობთ.
ასე რომ, იხვისებრთა ფრინველების კვერცხის ქათმის კვერცხისგან გარჩევა უნდა ვიცოდეთ – ეს საკმაოდ მარტივია, ერთხელ თუ მაინც გინახავთ იხვის კვერცხი, წესით, ქათმისაში არ აგერევათ“, – აღნიშნავს სოხაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow