ჰანსის ბრძანება - რისი დამატება ითხოვა ფლიკმა ბარსელონას გასახდელში

ჰანსი ფლიკი ტიტულების მოგებას სერიოზულად უმიზნებს

აპრ. 18, 2025 - 21:26
 0
ჰანსის ბრძანება - რისი დამატება ითხოვა ფლიკმა ბარსელონას გასახდელში
Mundo Deportivo წერს, რომ ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა გუნდის გასახდელის გარემონტების ბრძანება გასცა.

გერმანელი სპეციალისტის სურვილია, რომ კედლებზე ცნობილი და წარმატებული სპორტსმენების სამოტივაციო ფრაზები დაიტანონ.

მაგალითისთვის, გამოცემას მაიკლ ჯორდანის ფიგურა მოჰყავს, რის ხარჯზეც ფლიკს ფეხბურთელების მოტივაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა სურს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ამ სეზონში ტრებლის მოსაპოვებლად იბრძვის. გუნდი ლა ლიგაში პირველ ადგილზეა, კოპა დელ რეის ფინალში კი ბარსა რეალს შეხვდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გუნდს აქ ინტერის ბარიერის გადალახვა მოუწევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow