2 იტალიური კლუბი აქტიურობს - საბა გოგლიჩიძეზე დიდი მოთხოვნაა

ქართველი მცველის წაყვანა სერია A-ს 2 კლუბს სურს

ივლ. 19, 2025 - 21:27
 0
2 იტალიური კლუბი აქტიურობს - საბა გოგლიჩიძეზე დიდი მოთხოვნაა
იტალიური გამოცემის, კერძოდ Quotidiano-ს ინფორმაციით, ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის წაყვანა პარმას და სასუოლოს სურს:

გოგლიჩიძით ბევრი კლუბია დაინტერესებული, ემპოლი მათგან ოფიციალურ წინადადებას ელის, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერია. სასუოლო და პარმა კი ცდილობენ, სხვების პასიურობით ისარგებლონ.

ეს მნიშვნელოვანი და ფინანსურად სასარგებლო გარიგება იქნება ემპოლისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მცველი ქუთაისის ტორპედოდან 450 000 ევროდ შეიძინა, ახლა კი მის ტრანსფერში 7-8 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.

- წერს გამოცემა.

საბა გოგლიჩიძემ გასულ სეზონში ემპოლის რიგებში 36 შეხვედრა ჩაატარა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow