2 მცირეწლოვანი დარჩა – ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს ავარიაში დაიღუპა
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად, 22 წლის გიორგი ჟორჟოლიანი დაიღუპა. ის ქუთაისიდან იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. დაღუპულ ახალგაზრდას, მანქანაში არასრულწლოვანი ძმა ეჯდა, რომელიც ავარიისას დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც … 2 მცირეწლოვანი დარჩა – ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს ავარიაში დაიღუპა Read More » The post 2 მცირეწლოვანი დარჩა – ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს ავარიაში დაიღუპა appeared first on elNews.ge.

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დისტრიბუციისა და სატვირთო ავტომანქანები შეეჯახა. ავარიის შედეგად, 22 წლის გიორგი ჟორჟოლიანი დაიღუპა. ის ქუთაისიდან იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. დაღუპულ ახალგაზრდას, მანქანაში არასრულწლოვანი ძმა ეჯდა, რომელიც ავარიისას დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
The post 2 მცირეწლოვანი დარჩა – ვინ არის 22 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს ავარიაში დაიღუპა appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






