2 ოვერტაიმის შემდეგ მოგებული სერიის გადამწყვეტი მატჩი | ჰიუნდაი ნახევარფინალშია
2 ოვერტაიმის შემდეგ მოგებული სერიის გადამწყვეტი მატჩი | ჰიუნდაი ნახევარფინალშია

გამარჯვებული ნახევარფინალში გადიოდა, სადაც ზფა-ს უწყვილდებოდა. არც ერთ გუნდს არ სურდა დათმობა და ეს თამაში შედეგმაც გამოავლინა. მატჩის მნიშვნელობა პირდაპირ აისახა შედეგიანობაზე. ძალიან მწირექულიანი პირველი და მეორე პერიოდების შემდეგ დიდ შესვენებაზე ჰიუნდაის ლიდერობა დაფიქსირდა – 28:23.
მესამე პერიოდში ვინგსმა მეტოქე აშკარად დაჯაბნა, ათწუთეული 21:10 მოიგო და ხელჩასაჭიდ ლიდერობას დაეპატრონა. ჰიუნდაი მდევრის როლში იყო ბოლო წუთამდე, მაგრამ მოახერხა გათანაბრება და თამაშის დამატებით დროში გადაყვანა. ძირითადი დრო 53:53 დასრულდა და გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა. დაინიშნა მეორე ოვერტაიმი, რომელშიც ჰიუნდაელებმა 2 ქულით იძალეს და შეხვედრა 63:61 (სტატისტიკა) მოიგეს.
გამარჯვებულებს საბა პატაშურმა ულიდერა 21 ქულით, 13 მოხსნით და 5 ჩაჭრით. 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელმაც ქულათა უმეტესობა ძირითადი დროის ბოლო წუთებზე და ოვერტაიმებში მოინაგრა. 4 ქულა, მაგრამ 18 მოხსნა ჰქონდა თორნიკე ხონელიძეს. ვინგსში 17-17 ქულით კახი ბრაგვაძე და გიორგი გოგოლაშვილი გამოირჩნენ.
ნახევარფინალური სერიები 12 ივნისს დაიწყება: აკადემია აჭარის ნაკრებს უმასპინძლებს, ზფა – ჰიუნდაის.
GBF.GE
What's Your Reaction?






