2 ქართველი პრემიერ ლიგაში? - მამარდას შემდეგ ჩაკვეც უახლოვდება ახალ კლუბს
გარდა მამარდაშვილისა, პრემიერ ლიგაში თამაშთან ახლოსაა გიორგი ჩაკვეტაძეც, რომლის შენარჩუნებაც მეორელიგელ უოტფორდს ძალიან უნდა გაუჭირდეს

გარდა მამარდაშვილისა, პრემიერ ლიგაში თამაშთან ახლოსაა გიორგი ჩაკვეტაძეც, რომლის შენარჩუნებაც მეორელიგელ უოტფორდს ძალიან უნდა გაუჭირდეს.
სხვათა შორის, უოტფორდში ახალი მწვრთნელია დანიშნული, რომელსაც გუნდში ახლებური ხედვების დანერგვა სურს, თუმცა, როგორც წერენ, გეგმებში ჩაკვე აღარ მოიაზრება, რადგან უკვე ყველა ხვდება, რომ ქართველი წასვლის გზას ადგას.
ბოლო პერიოდში ინგლისური მედია გიორგი ჩაკვეტაძეს ევერტონსა და ვულვერჰემპტონს უკავშირებს. სხვათა შორის, ამ უკანასკნელში ერთ ქართველ ნახევარმცველს უკვე უთამაშია და ის თემურ ქეცბაია გახლავთ.
What's Your Reaction?






